
28 ივნისის დახურული ტურნირის საგზურები მოიპოვეს
28 ივნისის დახურული ონლაინ ტურნირის საგზურების მფლობელები გახდნენ: გიგა გოდერძიშვილი, ლაშა კაჭკაჭიშვილი და ზურაბ ლიფონავა. დახურული ონლაინ ტურნირი გაიმართება 28 ივნისს 17:00 საათზე. საგზურის მფლობელები უნდა გაწევრიანდენ კლუბ Georgian Chess Federation. ტურნირის საპრიზო ფონდია 280 ლარი. ტურნირში მონაწილეობისათვის აუცილებელია zoom -ის გამოყენებით ვიდეო ჩართვა.