განცხადებები
საქართველოს პირველი ონლაინ ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში

საქართველოს პირველი ონლაინ ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში

chesspoti
| 0

 დ ე ბ უ ლ ე ბ ა

  1. ორგანიზატორები:

  - საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია;

  - სოკარ ენერჯი ჯორჯია.

  1. მიზანი და ამოცანები:

- საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.

  - მსოფლიო პანდემიადან გამომდინარე შეწყვეტილი სატურნირო აქტივობების ონლაინ სივრცეში

გადატანა.

  1. 3. ჩატარების  ვადები  და  ადგილი:

    23 აპრილი, 18:00 საათი. ინტერნეტ ონლაინ სივრცე www.chess.com. (კლუბი - Georgian Chess Federation ).

  1. 4.  მონაწილენი:

- 2200 და მეტი ფიდეს რეიტინგის (სტანდარტი, სწრაფი, ელვისებური) მქონე ვაჟები;

- 1900 და მეტი ფიდეს რეიტინგის (სტანდარტი, სწრაფი, ელვისებური) მქონე ქალები;

- 2019 წლის საქართველოს 8-20 წლის ჭაბუკთა და გოგონათა ჩემპიონატების პრიზიორები;

- საკვალიფიკაციო ტურნირებში გამარჯვებული მოჭადრაკეები.

  1. რეგისტრაცია:

  - მონაწილეებმა რეგისტრაციისას ტურნირის ადმინისტრატორთან (ელ-ფოსტა geo.chess.event@gmail.com ან ვოტსაფი - 593399264) უნდა გამოაგზავნონ   შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, chess.com -ის მეტსახელი;

  - რეგისტრაციის ბოლო ვადა - 22 აპრილი, 20:00 საათი;

- მონაწილეები უნდა გაწევრიანდენ ვირტუალურ კლუბ Georgian Chess Federation - ში 23 აპრილის 16:00

საათამდე;  

- მონაწილეებმა რეგისტრაცია უნდა დაადასტურონ ტურნირზე შემოერთებით 23 აპრილს 17:00 - დან

17:50 - მდე.

  1. 6.  სისტემა  და  დროის  კონტროლი:

   - ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 17 ტურად;

   - თითოეულს 1 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 1 წამის დამატებით;

   - ყოველი მომდევნო ტურის კენჭისყრა ჩატარდება მიმდინარე ტურის ბოლო პარტიის დასრულებიდან

10 წამში.

  1. თაი-ბრეიქი:

- გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი რაოდენობის მიხედვით; 

- თანაბარი ქულების შემთხვევაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ზონებორნ-ბერგერის

კოეფიციენტით.

  1. საპრიზო ფონდი - 30 000 ლარი: 

კატეგორია

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

ვაჟები

5000

4000

3000

2000

1000

900

800

700

600

500

400

300

ქალები

3000

2000

1100

900

750

500

 

 

 

 

 

 

 

სპეციალური პრიზები

კატეგორია

1

2

3

4

ფიდეს რეიტინგი 2200<

500

300

200

125

16 წლამდე (2004 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულები)

500

300

200

125

სენიორები (01.01.1971წ.მდე დაბ.)

300

 

 

 

 

- ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის შესაბამისად;

- თანაბარი ქულების შემთხვევაში ადგილები განაწილდება კოეფიციენტით და პრიზები არ გაიყოფა;

- თანაბარი ქულების და ამავდროულად თანაბარი კოეფიციენტის შემთხვევაში პრიზები გაიყოფა;

- მონაწილეს გადაეცემა მხოლოდ ერთი უდიდესი პრიზი;

- პრიზების მისაღებად სავალდებულოა პირადობის მოწმობის და საბანკო რეკვიზიტების

ელექტრონული ვერსიების გაგზავნა ელ ფოსტაზე - geo.chess.event@gmail.com

  1. სათამაშო წესები:

- მონაწილენი ვალდებულნი არიან დაიცვან chess.com - ის საზოგადოების წესები და პრინციპები

(დანართი 1);

- მოჭადრაკე მიიღებს დისკვალიფიკაციას თუ აღმოჩნდება, რომ მან ისარგებლა დახმარებით

ტურნირის მსვლელობის დროს (კომპიუტერული პროგრამით ან სხვა პირისგან). ის დაიბლოკება

პორტალ chess.com - ზე და საპრიზო ადგილზე გასვლის შემთხვევაში ვერ მიიღებს ფულად პრიზს;

- პარტიებზე განხორციელდება დაკვირვება chess.com - ის ანტიჩითინგის სისტემით.

საკონტაქტო ინფორმაცია: დათო კოდუა

ელ-ფოსტა - geo.chess.event@gmail.com

მეტი ახალი ამბავი

მერაბ გაგუნაშვილის პირველობით დასრულდა

მერაბ გაგუნაშვილის პირველობით დასრულდა

საქართველოს პირველი ონლაინ ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში. სოკარის თასი

საქართველოს პირველი ონლაინ ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში. სოკარის თასი