სტატიები
შვიდი ყველაზე საკვირველი საჭადრაკო რეკორდები

შვიდი ყველაზე საკვირველი საჭადრაკო რეკორდები

SamCopeland
| 181 | მხიარულება და საინტერესო

რეკორდები შთაგვაგონებენ ჩვენ ყველას ვისწრაფოდეთ დიდებისაკენ. საჭადრაკო მემკვიდრეობაში არის არაერთი რეკორდი, მიუწვდომელი ათეული და ასეული წლებიც კი.

შეგახსენებთ შვიდ ყველაზე საკვირველ რეკორდებს, რომლებიც სამუდამოდ შევიდნენ ისტორიაში.

ყველაზე ხანგრძლივი გამარჯვებების სერია: მსოფლიო ჩემპიონი ბობი ფიშერი - 20 (ან 19?) პარტია

Bobby Fischer, World Chess Champion

ბობი ფიშერი, მსოფლიო რეკორდსმენი განუწყვეტელი გამარჯვებათა რაოდენობით პროფესიონალურ ტურნირებში, | ფოტოსურათი ვიკიპედიიდან.

შესარჩევ ციკლში, რომელიც დამთავრდა ბორის სპასკიზე გამარჯვებით, ბობი ფიშერმა მოუგო საოცარი 20 პარტია ზედიზედ უძლიერეს მეტოქეებს. სერია დაიწყო 1970 წელს შესარჩევ ზონალურ ტურნირში პალმა დე მალიორკაზე, სადაც მან მოიგო შვიდი პარტია ზედიზედ ტურნირის ფინიშზე. ოსკარ პანო დანებდა თამაშის გარეშე ბოლო ტურში, ამიტომ ზოგიერთი ჭადრაკის ისტორიკოსი არ უთვლიან ამ პარტიას.

პრეტენდენტთა მატჩებში 1971 წელს ფიშერმა გაანადგურა მარკ ტაიმანოვი და ბენტ ლარსენი ერთნაირი ანგარიშით 6:0 და დაიწყო გამარჯვებით პრეტენდენტთა ფინალური მატჩი ტიგრან პეტროსიანთან. სერია შეწყდა მატჩის მეორე პარტიაში პეტროსიანთან დამარცხებით.

ამის შემდეგ ფიშერმა იოლად დაამარცხა ტიგრან პეტროსიანი და ბორის სპასკი და გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

იმსახურებენ აღნიშვნას:

  • მსოფლიოს ჩემპიონი ბობი ფიშერი - 11/11 აშშ-ს ჩემპიონატში 1963/64
  • დდ ფაბიანო კარუანა - შვიდი გამარჯვება სინკფილდის თასზე 2014 წელს

ყველაზე გრძელი დაუმარცხებელი სერია: მსოფლიო ჩემპიონი მიხეილ ტალი - 95 პარტია

Mikhail Tal, World Chess Champion

მიხეილ ტალი, მსოფლიო რეკორდსმენი დაუმარცხებელი სერიის ხანგრძლივობაში ოსტატთა ტურნირებში. | ფოტოსურათი ვიკიპედიიდან.

მიხეილ ტალი ცნობილი იყო თავისი შემოქმედებითი შემტევი სტილით, რომელმაც წარმატება მოუტანა მას მსოფლიო პირველობის მატჩში მიხეილ ბოტვინიკის წინააღმდეგ 1960 წელს. მატჩში გამარჯვებამ 23 წლის ტალი აქცია ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონად. ეს რეკორდი დამხობილ იქნა მხოლოდ გარი კასპაროვის მიერ, ანატოლი კარპოვის დამარცხებით 1985 წელს 22 წლის ასაკში.

ტალის კარიერას დაღი დაასვა ჯანმრთელობის პრობლემებმა და ფორმის ჩავარდნებმა, ამიტომ ბევრისთვის უცნობია, რომ 1973 წლის 23 ოქტომბრიდან 1973 წლის 16 ოქტომბრამდე მან ითამაშა 95 პარტია წაუგებლად: საოცარი მიღწევა, რომელსაც დანარჩენი მოჭადრაკეები ახლოსაც კი არ მიუახლოვდებიან.

იმსახურებს აღნიშვნას:

  • მიხეილ ტალი (ისევ!) - 85 პარტია 1972 წლის ივლისიდან 1973 წლის აპრილამდე
  • მსოფლიოს ჩემპიონი ხოსე რაულ კაპაბლანკა - 63 პარტია 1916 წლის 10 თებერვლიდან 1924 წლის 21 მარტამდე

საჭადრაკო გვირგვინის ყველაზე ხანგრძლივი ფლობა: ემანუილ ლასკერი - 27 წელი

Emanuel Lasker, World Chess Champion

ემანულ ლასკერი ყველაზე ხანგრძლივად რჩებოდა მსოფლიოს ჩემპიონად. | ფოტოგრაფია ვიკიპედიიდან.

ემანუილ ლასკერი, 1894 წელს დაამარცხა რა ვილჰელმ სტეინიცი, მსოფლიოს მეორე ჩემპიონი გახდა. მან შეინარჩუნა საკუთარი ტიტული მანამ, სანამ დამარცხებულ იქნა ხოსე რაულ კაპაბლანკას მიერ 1921 წელს. ის განაგრძობდა წარმატებით გამოსვლებს დიდოსტატთა ტურნირებში 1930-იანი წლების შუახანობამდე. ითვლება,რომ ლასკერის ჩემპიონობა გაიწელა, იმიტომ რომ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ ჩაშალა დაგეგმილი მატჩები რუბინშტეინთან და კაპაბლანკასთან. თუნდაც იმ წლების გათვალისწინებით, როცა მატჩები მსოფლიოს პირველობაზე არ ტარდებოდა, ლასკერი რჩებოდა ჩემპიონად გაცილებით მეტ ხანს, ვიდრე ნებისმიერი სხვა მოჭადრაკე.

იმსახურებს აღნიშვნას:

  • მსოფლიოს ჩემპიონი გარი კასპაროვი - 15 წელი 1985-დან 2000 წლამდე
  • მსოფლიოს ჩემპიონი მიხეილ ბოტვინიკი - 13 წელი შესვენებებით 1948 წლიდან 1963 წლამდე

Elo-ს უმაღლესი რეიტინგი: მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი - 2882

Magnus Carlsen, World Chess Champion

მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი, უმაღლესი რეიტინგის მფლობელი მთელ საჭადრაკო ისტორიაში - | ფოტოსურათი მარია ემელიანოვასი.

მაგნუს კარლსენმა ამ ნიშნულს ფიდეს რეიტინგ-სიაში მიაღწია 2014 წლის მაისში. არაოფიციალურად დინამიკურ რეიტინგში მიწვდა 2889 -ს. ზოგიერთნი თვლიან, რომ რეიტინგების ინფლაცია აქცევს ამ რეკორდს უაზროს, მაგრამ Chess.com -ის ანალიზი აჩვენებს, რომ მოჭადრაკეთა თამაშის სიძლიერე დროსთან ერთად იზრდება.

აქამდე მხოლოდ 12 მოჭადრაკეა, რომლებმაც ოდესმე რომ დაძლიეს 2800 პუნქტი. კარლსენი ერთადერთია, რომელიც მიუახლოვდა 2900-სს.

იმსახურებს აღნიშვნას:

  • მსოფლიოს ჩემპიონი გარი კასპაროვი - 2857, ივლისი 1999 წელი
  • დდ ფაბიანო კარუანა - 2844, ოქტომბერი 2014 წელი

ყველაზე ნორჩი დიდოსტატი: დდ სერგეი კარიაკინი - 12 წელი შვიდი თვე

Sergey Karjakin, Chess Prodigy

დდ სერგეი კარიაკინი, ყველაზე ნორჩი დიდოსტატი ისტორიაში. | ფოტოსურათი მარია ემელიანოვასი.

დღესდღეობით კარიაკინი წარმოადგენს ერთადერთ მოჭარაკეს, რომელმაც გამოიმუშავა დიდოსტატის ტიტული 12 წლის ასაკში. მან პირველი გამოცდილება სამატჩო ბრძოლისა უმაღლეს დონეზე მიიღო, როცა მას ახლად შუესრულდა 12 წელი, და ეხმარებოდა რუსლან პანამარიოვს სეკუნდანტის რანგში მატჩის მიმდინარეობისას.

2016 წელს კარიაკინმა თვითონ მიიღო მონაწილეობა მსოფლიო პირველობისათვის ბრძოლაში, მაგნუს კარლსენის გამოწვევით. მეტოქეებმა გაცვალეს თითო მოგება და 12 კლასიკური პარტია დამთავრდა ყაიმით 6-6. ორთაბრძოლის შედეგი წყდებოდა სწრაფ პარტიებში ტაი ბრეიქზე, რომელშიც გამარჯვება მოიპოვა მაგნუს კარლსენმა.

იმსახურებს აღნიშვნას:

  • მსოფლიო ჩემპიონი ბობი ფიშერი - 15 წელი, 6 თვე და 1დღე 1958 წელს
  • დდ იუდით პოლგარი - 15 წელი, 4თვე და 28 დღე 1991 წელს

ერთდროული თამაშის ყველაზე დიდი სეანსი: დდ ეხსან გემ მაგამი - 604 პარტია

Ehsan Ghaem Maghami, Simultaneuos Chess

დდ ეხსან გემ მაღამი, მსოფლიოს რეკორდსმენი ერთ სეანსში მეტოქეთა რაოდენობით. | ფოტოსურათი ვიკიპედიიდან.

სეანსორი თამაშობს ერთდროულად რამდენიმე პარტიას მეტოქეთა წინააღმდეგ, რომლებიც სხედან რიგში ან წრეზე, ჩამოუვლის დაფებს და აკეთებს სვლას ყოველ პარტიაში მანამ, სანამ გადაინაცვლებს შემდეგზე.

ეხსან გემ მეგანი, ირანის ცხრაგზის ჩემპიონია, ჩაატარა გასაოცარი სეანსი 604 მეტოქის წინააღმდეგ ერთროულად, მოიგო 580 პარტია, 16 ყაიმი და 8 დამარცხებით. ეს ღონისძიება ტარდებოდა 2011 წლის 8 და 9 თებერვალს თეირანში, შახიდ ბეხეშტის უნივერსიტეტის სტადიონზე.

იმსახურებს აღნიშვნას:

  • სუზანა პოლგარი - 326 მეტოქე, 309 მოგება, 14 ყაიმი, 3 წაგება 2005 წელს
  • ხოსე რაულ კაპაბლანკა - 103 მეტოქე, 102 მოგება, 1 ყაიმი 1922 წელს

ერთდროული თამაშის ყველაზე დიდი სეანსი თვალდახუჭული: სდ თემურ გარაევი -48 პარტია

Timur Gareyev, Blindfold Chess

თემურ გარაევი, მსოფლიო რეკორდსმენი თვალდახუჭულ თამაშში. | ფოტოსურათი მაიკ კლიაინის.

თვალდახუჭული თამაში - ჭადრაკის ერთერთი საინტერესო სახეობაა. მოთამაშეებს ეკრძალებათ დაფაზე დაკვირვება, მათ უნდა დაიხსომონ ფიგურების განლაგება გონებაში და გადასცენ სვლები საჭადრაკო ნოტაციით. თვალდახუჭული ერთდროული თამაშის დროს აუცილებელია ყველა პოზიციის მახსოვრობა, ესაა საკვირველი გამოცდა საჭადრაკო ოსტატობისა და მობილიზების უნარისა.

თემურ გარაევმა დაამყარა ახალი მსოფლიო რეკორდი თვალდახუჭულ თამაშში 2016 წლის 3 და 4 დეკემბერს, ითამაშა რა ერთდროულად 48 მეტოქის წინააღმდეგ და გაიმარჯვა 35 პარტიაში, შვიდი ფრე და ექვსი წაგებით. გაიგეთ უფრო მეტი ამ მიღწევაზე Chess.com-ის რეპორტაჟიდან მსოფლიო რეკორდის დამყარების ცდის შესახებ .

იმსახურებს აღნიშვნას:

  • ფო მარკ ლანგი - 46 მეტოქე 2011 წელს
  • დდ მიგელ ნაიდორფი - 45 მეტოქე 1947 წელს

გეწვიათ შთაგონება და გსურთ თვითონ დაამყაროთ რეკორდები? დარეგისტრირდით Chess.com -ზე და დაიწყეთ ჭადრაკის შესწავლა დღეს!

SamCopeland
NM Sam Copeland

I'm the VP of Chess and Community for Chess.com. I earned the National Master title in 2012, and in 2014, I returned to my home state of South Carolina to start Strategery: Chess and Games. In late 2014, I began working for Chess.com and haven't looked back since.

You can find my personal content on Twitch , Twitter , and YouTube where I further indulge my love of chess.