სტატიები
როგორ დავაყენოთ ჭადრაკის დაფა

როგორ დავაყენოთ ჭადრაკის დაფა

CHESScom
| 216 | დამწყებთათვის

თუ თქვენ გაქვთ ჭადრაკი და გსურთ დაიწყოთ თამაში, პირველი, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, სწორად დააყენოთ დაფა.

ნაბიჯი 1. გაშალეთ დაფა ისე, რომ ქვედა მარჯვენა კუთხეში იყოს თეთრი უჯრა.
ძალიან მნიშვნელოვანია დაფა გაშალოთ სწორი მიმართულებით, რომ ორივე მხარე იდგეს სწორად. დაიხსომეთ იოლი წესი - "მარჯვნიდან თეთრი".

ნაბიჯი 2: განალაგეთ პაიკები მეორე რიგში (ან ჰორიზონტალში).
თუ თავიდან დავალაგებთ ყველა პაიკს, ფიგურების გროვა დაფასთან შემცირდება და დარჩენილი ფიგურების განლაგება დაჩქარდება.

ნაბიჯი3: დაალაგეთ ეტლები დაფის კუთხეებში.

ადვილი დასახსომია - ეტლები განლაგდებიან დაფის კუთხეებში, როგორც საყარაულო კოშკები ნამდვილ ციხე-სიმაგრეში.

ნაბიჯი 4: დააყენეთ მხედრები ეტლების გვერდით. 

წარმოიდგინეთ, რომ ცხენებს ცუდი სუნი აქვთ და ციხესიმაგრეში მიღებულია მათი განთავსება მოშორებით მეფე-დედოფლისაგან.

ნაბიჯი 5: კუ დგას მხედრის გვერდით. 

კუ დგას სურნელოვანი მხედრებისა და მეფე-ლაზიერის შორის. დააყენეთ ისინი მხედრების გვერდით.

ნაბიჯი 6: თქვენი ლაზიერი დგას თავისივე ფერის უჯრაზე. 

დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ უჯრაზე დგამთ თქვენ საკუთარ ლაზიერს. იოლი საშუალებაა დაიმახსოვროთ - ლაზიერის სამოსი უნდა იყოს იმავე ფერის, რა ფერისაცაა უჯრა, რომელზედაც ის დგას. თეთრი ლაზიერი დგას ნათელ უჯრაზე, შავი ლაზიერი - მუქზე.

ნაბიჯი 7: დააყენეთ მეფე დარჩენილ უჯრაზე. 

ამ მომენტისთვის დარჩა მხოლოდ ერთი უჯრა, ასე რომ მეფე თავისთავად დაიკავებს კუთვნილ ადგილს.

ნაბიჯი 8: არ დაგავიწყდეთ - თეთრები პირველი იწყებენ. 

ჭადრაკში თეთრი ფიგურებით მოთამაშე ყოველთვის აკეთებს პირველ სვლას. თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, ვინ ითამაშებს თეთრებით და ვინ ითამაშებს შავებით. ერთ ერთი საშუალებაა - დამალოთ თეთრი პაიკი ერთ ხელში ზურგს უკან და შეთავაზეთ მეტოქეს ამოიცნოს.

გსურთ დაიწყოთ თამაში? საჭადრაკო დაფა უკვე გაშლილია თქვენთვის Chess.com -ზე!

მეტი CHESScom-სგან
როგორ ვითამაშოთ ჭადრაკი | წესები + 7 პირველი ნაბიჯი

როგორ ვითამაშოთ ჭადრაკი | წესები + 7 პირველი ნაბიჯი

რამდენი მოჭადრაკეა მსოფლიოში?

რამდენი მოჭადრაკეა მსოფლიოში?