რამდენი მოჭადრაკეა მსოფლიოში?

რამდენი მოჭადრაკეა მსოფლიოში?

„არავინ იცის, თუნდაც სავარაუდოდ, რამდენი ადამიანი თამაშობს ჭადრაკს, და არავინ არ უნდა მოგვაჩვენოს, რომ იცის“. -- ედვარდ უინტერი1

წარმოადგენს თუ არა ჭადრაკი ყველაზე პოპულარულ თამაშს მსოფლიოში?

თუმცა ვერავინ ვერ იტყვის დანამდვილებით, გთავაზობთ მოჭადრაკეთა რაოდენობის, Chess.com -ის მომხმარებლების, ტურნირთა მონაწილეების და გროსმეისტერების ზოგიერთ გამოთვლებს.

ჯამში მოთამაშე: 600 000 000
ეს არის მოჭადრაკეთა რაოდენობის ხშირად მოხსენიებული მაჩვენებელი, რომლებიც თამაშობდნენ გასულ წლებში, რომელიც წარმოდგენილ იქნა FIDE (საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის მიერ) 2012 წელს2. რაოდენობა აღებულ იქნა YouGov გამოკვლევის მონაცემებიდან.

სხვა გამოთვლები მერყეობენ მილიარდის ფარგლებში, შეფასება, თითქოსდა, ზეპირი განცხადებების საფუძველზე, და ზომიერ ხარისხში, როგორც FIDE -ს წინა შეფასება 200-300 მილიონი3. თუმცა ვერავინ ვერასდროს შეძლებს განსაზღვროს მოთამაშეთა რეალური რაოდენობა, ნათელია, რომ ჭადრაკი - ერთერთი ყველაზე პოპულარული თამაშია მსოფლიოში დღეს და წარსულშიც.

Chess Players In Central Park | Robert Hess

მოჭადრაკეები ავსებენ ნიუ-იორკის ცენტრლურ პარკს. | ფოტო: რობერტ ჰესის.

Chess.com: 20 000 000+ - ის მონაწილეები

მოცემული სტატიის მომზადების ამ მომენტისათვის Chess.com -ის მონაწილეთა რაოდენობამ გადააჭარბა 20 000 000-ს. Chess.com -ს მონაწილეთა რაოდენობა ყოველთვის ჩანს მთავარ გვერდზე Chess.com.

მათგან მილიონზე მეტი აქტიურია ყოველდღიურად. ხოლო Chess.com ეს არის ყველაზე პოპულარული საიტი ჭადრაკში და ყველაზე პოპულარული აპლიკაცია მსოფლიოში (საუკეთესო ჩვენი შეხედულობით!), ასევეა მილიონობით მოთამაშე, რომლებიც თამაშობენ ჭადრაკს რეგულარულად სხვა ვებ-საიტებზე და დაფასთან.

გნებავთ თვითონ მოსინჯოთ Chess.com? გახდით მონაწილე უფასოდ დღეს!

20,000,000 members on Chess.com

ტურნირების მოთამაშენი: 360 000+

FIDE -ს მონაწილეების მონაცემთა ბაზაში 360 000-ზე მეტი აქტიური მოთამაშეა4. მოჭადრაკეები რეგისტრირდებიან FIDE -ში, როცა ისინი ასპარეზობენ საერთაშორისო რეიტინგულ ღონისძიებებში. იმ დროს, როცა ასეთი ღონისძიებანი ღიაა ყველა დაინტერესებული მოთამაშისათვის, მხოლოდ ყველაზე სერიოზული მოჭადრაკეები ჩვეულებრივ აღწევენ ასეთ დონემდე.

FIDE -ს შემადგენლობაში შედის 185-მდე სახელმწიფო5. მრავალი მონაწილე - სახელმწიფოთა შორის ასევე კურირებენ სიებს მოთამაშეთა ტურნირებისა ეროვნულ დონეზე. მაგალითად, 2016 წელს აშშ-ს ჭადრაკის ფედერაციამ განაცხადა, რომ მათ რიგებში ირიცხებოდა 85 000 -ზე მეტი ტურნირის დარეგისტრირებული მოჭადრაკე6. მხოლოდ მათი ნაწილია დარეგისტრირებული საერთაშორისო დონეზე FIDE -ში.

FIDE Chess

1 594 დიდოსტატი

ყველაზე უდიდესი ტიტული ჭადრაკში არის დიდოსტატი (საერთაშორისო დიდოსტატი), ტიტული, რომელსაც ანიჭებს FIDE7. რომ დაიმსახუროს დიდოსტატის ტიტული, მოჭადრაკემ უნდა მიაღწიოს ძალიან მაღალ დონეს თანმიმდევრობითი თამაშით, „დიდოსტატის ნორმის“ სამჯერ გამომუშავებით და მიაღწიოს ELO რეიტინგის 2500 პუნქტს. მოთამაშეთა მხოლოდ მცირე პროცენტი ტურნირისა აღწევს ამ დონემდე.

სტატიის დაბეჭდვის მომენტისათვის მსოფლიოში ირიცხებოდა 1594 დიდოსტატი. მათ შორის 1559 მამაკაცი და 35 ქალი. ეს შეფარდება თანხვედრაშია ჭადრაკის მოთამაშე მამაკაცთა და ქალთა რიცხვთან.

Judit Polgar

იუდით პოლგარმა საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მოიპოვა 15 წლის და 4 თვის ასაკში. იმ დროს ეს გოგონა იყო ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი ისტორიაში. | ფოტო: Wikipedia.

ციტატები:

  1. Edward Winter on counting chess players
  2. FIDE press release
  3. David Kaplan, CEO of Development for FIDE
  4. FIDE member list
  5. FIDE
  6. US Chess
  7. Grandmaster
მეტი CHESScom-სგან
საუკეთესო ადგილი ონლაინ ჭადრაკის სათამაშოდ

საუკეთესო ადგილი ონლაინ ჭადრაკის სათამაშოდ

რომელია საუკეთესო საჭადრაკო საიტი?

რომელია საუკეთესო საჭადრაკო საიტი?