სტატიები
როგორ გავიმარჯვოთ ჭადრაკში

როგორ გავიმარჯვოთ ჭადრაკში

CHESScom
| 120 | დამწყებთათვის

როგორ მოიგოთ პარტია ჭადრაკში?

საჭადრაკო პარტიის მიზანია - დავაშამათოთ მეტოქე.

შამათი ცხადდება, როცა მეფეს უტევს მეტოქის ფიგურა და ის ვეღარსად მიდის. ამით თამაში მთავრდება. ოღონდ შამათი მომზადების გარეშე ვერ შედგება.

რომ მოიგოთ პარტია ჭადრაკში, თქვენ უნდა მიჰყვეთ შემდეგ ექვს წესს:

1) გააკეთეთ სწორი სვლები დებიუტში
თქვენი პირველი სვლების მიზანია - დაამყაროთ კონტროლი დაფაზე. დაფის განსაკუთრებულ ნაწილს წარმოადგენს ცენტრი. თუ თქვენი ფიგურები და პაიკები აკონტროლებენ ცენტრს, თქვენ შეგეძლებათ უკარნახოთ თამაშის მიმართულება. ქვემოთ ნაჩვენებ პოზიციაში თეთრების ორი პაიკი მშვენივრად აკონტროლებენ დაფის ცენტრს. იმ დროს როცა შავებს არავითარი გავლენა არა აქვთ.

2) ნუ დათმობთ ფიგურებს ისე უბრალოდ

ფიგურების გაცვლა ჩვეულებრივი ამბავია ჭადრაკში, ოღონდ თქვენ უნდა მოახდინოთ ტოლფასი ფიგურების გაცვლა. ბევრი მოთამაშე აგებს იმიტომ, რომ ისინი უბრალოდ გასცემენ საკუთარ ფიგურებს და პაიკებს საჩუქარივით. ამასთან ერთად თქვენ უნდა აიყვანოთ ყველა ფიგურა, რომელსაც მეტოქე მუქთად გასცემს (მაგრამ უფრთხილდით ხაფანგებს).

3) განალაგეთ თქვენი ფიგურები აქტიურ პოზიციებზე
სანამ თქვენ შეძლებთ მეფეზე წვდომას, საკუთარი ფიგურები უნდა განალაგოთ შესატევ პოზიციებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გჭირდებათ აქტიური ფიგურები, რომლებსაც უამრავი შესაძლებლობები აქვთ.

პაიკები აკონტროლებენ უჯრებს. მხედრებს უყვართ ცენტრში ყოფნა. კუს უყვარს გრძელი დიაგონალები. ეტლებს უყვართ განლაგდნენ ცენტრში ან დაიკავონ ღია ხაზები. თქვენი ლაზიერი მზად უნდა იყოს ჩაებას ბრძოლაში.

4) მოახდინეთ მეფეზე შეტევის კოორდინაცია
როგორც წესი, შეუძლებელია დააშამათოთ მეფე ერთი ფიგურით. ამისათვის აუცილებელია რამდენიმე ფიგურის ერთდროული გარჯა. ხშირად თქვენთვის აუცილებელია ფიგურა, რომელიც ქიშს გამოუცხადებს მეფეს, და როგორც მინიმუმი ერთი ფიგურა, რომელიც დაიცავს შემტევ ფიგურას, მეფემ რომ ის არ აიღოს. ზოგჯერ აუცილებელია რამდენიმე ფიგურის შეწირვაც, მეტოქის დაცვის გასატეხად.

5) ადევნეთ თვალი საკუთარი მეფის უსაფრთხოებას

ზოგჯერ მოთამაშეებს იმდენად გადატანილი აქვთ ყურადღება მეტოქის მეფეზე, რომ ავიწყდებათ თვალი ადევნონ საკუთარ მეფეს. გახსოვდეთ, რომ მეტოქეც ასევე თამაშობს და ასევე შეუტევს თქვენს მეფეს. აუცილებლად თვალი ადევნეთ იმ მუქარებს, რომლებსაც ქმნის თქვენი მეტოქე, მორიგი სვლის გაკეთებისას. ერთერთი საუკეთესო საშუალება დაიცვათ საკუთარი მეფე - მოვათავსოთ იგი რამდენიმე პაიკისგან შემდგარი რიგის უკან,  რომლებიც დაიცავენ მას. ქვევით მოცემულ პოზიციაში, თეთრების მეფე დგას წყნარად და უშიშრად, ხოლო შავების მეფეზე თავდასხმა ადვილია.

6) იყავით ყოველთვის ზრდილობიანი

იმისდამიუხედავად, მოიგებთ თუ წააგებთ, ყოველთვის გამოხატეთ მეტოქისადმი მადლობა ან მილოცვა თამაშისათვის. გამარჯვებები, ისევე როგორც დამარცხებები, წარმოადგენენ თამაშის შემადგენელს, მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეებიც კი ხშირად აგებენ.

ამიტომაც იყავით კეთილნი და მადლიერნი წარუმატებლობის დროს. მოგვიანებით თქვენ გექნებათ დრო იფიქროთ იმაზე, თუ როგორ ითამაშოთ უკეთესად შემდეგ ჯერზე.

Be a good sport.

რომ მიიღოთ უფრო მეტი რჩევა და გაიგოთ ის, თუ როგორ მოიგოთ ჭადრაკში, დარეგისტრირდით Chess.com -ზე. ეს მარტივი და უფასოა!

მეტი CHESScom-სგან
როგორ ვითამაშოთ ჭადრაკი | წესები + 7 პირველი ნაბიჯი

როგორ ვითამაშოთ ჭადრაკი | წესები + 7 პირველი ნაბიჯი

რამდენი მოჭადრაკეა მსოფლიოში?

რამდენი მოჭადრაკეა მსოფლიოში?