ყველაზე სწრაფი შამათი ჭადრაკში

ყველაზე სწრაფი შამათი ჭადრაკში

თქვენ ოდესმე დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რომელი შამათია ყველაზე სწრაფი ყველა შესაძლებელთა შორის? ესაა შამათი ორ სვლაში.

შამათი ორ სვლაში (ცნობილია როგორც “სულელთა შამათი“) სინამდვილეში საკმაოდ სულელურია. მისთვის საჭიროა თქვენ და თქვენმა მეტოქემ გააკეთოთ ძალიან ცუდი სვლები, თავიდან თეთრები იწყებენ „f“ პაიკით ერთ ან ორ უჯრაზე წინ. შემდეგ შავებმა უნდა ითამაშონ „e“ პაიკი, ლაზიერისათვის გზის გასახსნელად, შემდეგ თეთრებმა უნდა ითამაშონ “g“ პაიკი ორი უჯრით წინ, რაც უფლებას აძლევს შავ ლაზიერს შევიდეს h4 -ზე შამათი!

Two-Move Checkmate

როგორ ავირიდოთ ორსვლიანი შამათი, თეთრებით თამაშის დროს? უბრალოდ არ ითამაშოთ „f“ პაიკით! ეს კარგი რჩევაა ახალბედებისთვის. პაიკი „f“-ით სვლა აღებს საშიშ ხაზებს, მიმართულს მეფისაკენ. სანამ თქვენ სწავლობთ თამაშს, მოერიდეთ ასეთ სვლებს. თუ თქვენ არ დაიწყებთ თამაშს „f“ პაიკით, დიდოსტატიც კი ვერ ჩაგისვამთ თქვენ შამათს ორ სვლაში. 

ახლა, როცა თქვენ უკვე იცით ამ შამათის შესახებ, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ Chess.com -ზე და დაიწყოთ თამაში! „სულელთა შამათს“ თქვენ უკვე ვერ ჩაგისვამენ!

მეტი CHESScom-სგან
რამდენი მოჭადრაკეა მსოფლიოში?

რამდენი მოჭადრაკეა მსოფლიოში?

საუკეთესო ადგილი ონლაინ ჭადრაკის სათამაშოდ

საუკეთესო ადგილი ონლაინ ჭადრაკის სათამაშოდ