როგორ ავიმაღლოთ საჭადრაკო ოსტატობის

როგორ ავიმაღლოთ საჭადრაკო ოსტატობის

როგორიც არ უნდა იყოს თქვენი თამაშის დონე ჭადრაკში, სრულყოფას საზღვარი არა აქვს. საჭირო უნარჩვევებისა და სწორი დამოკიდებულებით თქვენი საჭადრაკო ზრდა იქნება იოლი და მხიარული. უკეთ რომ ითამაშოთ ჭადრაკი, აუცილებელია შეისწავლოთ სესები, ბევრი ითამაშოთ, გაარჩიოთ ნათამაშები პარტიები, ამოხსნათ თავსატეხები, შეისწავლოთ ენდშპილი, არ დახარჯოთ დრო დებიუტების დაზეპირებაზე და ყოველთვის გადაამოწმოთ თქვენი სვლები.

1. დასაწყისისთვის უნდა იცოდეთ წესები.
მმნიშვნელობა არ აქვს, დაეჭვებული ხართ თქვენ თუ არა საკუთარ ცოდნაში ან თვლით, რომ უკვე იცით ყველაფერი ჭადრაკში. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ სერიოზული მოჭადრაკე, ჭადრაკის გამორჩეული წესების განმეორება თქვენ არ გაწყენდათ. ჭადრაკის წესები და საბაზისო სტრატეგიები შეიძლება გაიმეოროთ აქ.

2. ითამაშეთ ჭადრაკი რაც შეიძლება ხშირად.

შეუძლებელია კარგად ერკვეოდე რაიმეში სისტემატიური განმეორებების გარეშე, და ჭადრაკი გამონაკლისი არ არის. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა ითამაშოთ ჭადრაკი - გზაში, კომპიუტერზე, სახლში.

3. გაარჩიეთ ნათამაშები პარტიები და ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე.

თამაში ნათამაშები პარტიების გარჩევის გარეშე, როგორც წესი, არაა სარგებელის მომტანი. თითოეულ პარტიაში ყოველთვის მოიძებნება ბევრი შეცდომა და მოგების შესაძლებლობები. საკუთარი სრულყოფისათვის უნდა გაარჩიოთ საკუთარი შეცდომები და ისწავლოთ მოსაგები შესაძლებლობების ხედვა. ავტომატიზირებული კომპიუტერული ანალიზი დაგეხმარებათ თქვენ გაერკვეთ თითოეულ თქვენ ნათამაშებ პარტიაში.

4. აუცილებლად ამოხსენით ტაქტიკური თავსატეხები.
ტაქტიკური თავსატეხი - ეს არის პატარა საჭადრაკო ამოცანა, რომელიც საჭიროა ამოვხსნათ. ამ ამოცანებში წარმოდგენილია რეალური სათამაშო სიტუაციები, რომელშიც თქვენ გაქვთ მოგების შანსი. ეს გავს თამაშს, რომელშიც თქვენ უცებ აღმოჩნდებით მოგების შესაძლებლობის წინაშე! სცადეთ უფასო თავსატეხები.

5. შეისწავლეთ ენდშპილის ძირითადი პოზიციები.

საოცარია, მაგრამ საჭადრაკო პარტიების უმეტესობა მთავრდება არა სწრაფად, არამედ მას შემდეგ, რაც მეტოქეებმა გააკეთეს უამრავი სვლა და გაცვალეს მრავალი ფიგურა. შედეგად დაფაზე რჩებიან მხოლოდ მეფეები, რამდენიმე ფიგურა და/ან პაიკი. პარტიის ამ მონაკვეთს ეწოდება,"ნდშპილი", აქ მიზანი იმაში გამოიხატება, რომ გარდასახოთ ერთერთი თქვენი პაიკი ლაზიერში. შესწავლა იმისა, თუ როგორ ვითამაშოთ სწორად ენდშპილში დაგეხმარებათ თქვენ მოიგოთ მრავალი პარტია. აქ თქვენ შეგიძლიათ პრაქტიკით გაიწაფოთ სხვადასხვა მეტნაკლებად გავრცელებულ საენდშპილო პოზიციებში.

6. არ გაფლანგოთ დრო დებიუტების დაზეპირებაში.

ბევრი მოჭადრაკე უშვებს შეცდომას, კარგავენ რა დროს სვლების მიმდევრობის ("დებიუტის" დამახსოვრებაზე. პრობლემა იმაშია, რომ თქვენი მეტოქეთა უმრავლესობამ არ იციან მმრავალი დებიუტი, და თუ მაინც იციან, შანსი, რომ ისინი ითამაშებენ თქვენ ვარიაციას, ძლიერ მცირეა. დასაწყისისათვის შეისწავლეთ კარგი დებიუტის საერთო პრინციპები და ნუ ეცდებით დაიხსომოთ ყველა დებიუტი.

7. ყოველთვის გადაამოწმეთ საკუთარი სვლები.

ჭადრაკში მეტად მნიშვნელოვანია ეცადოთ განერიდოთ არასწორ სვლებს. წაგებულ პარტიათა უმრავლესობა წაიგება ხოლმე უხეში შეცდომების გამო. ამიტომ, სანამ გააკეთებთ სვლას რომელიმე ფიგურით, ყოველთვის ყველაფერი გადაამოწმეთ და დარწმუნდით, რომ თქვენი მეფე უსაფრთხოდაა და თქვენ არ ჩუქნით საკუთარ ფიგურას ასე უბრალოდ.

როცა იქნებით მზად აიმაღლოთ საკუთარი თამაშის დონე ჭადრაკში, დარეგისტრირდით Chess.com -ზე, რომ ითამაშოთ უფასოდ და დაესწროთ გაკვეთილებს!

მეტი CHESScom-სგან
რამდენი მოჭადრაკეა მსოფლიოში?

რამდენი მოჭადრაკეა მსოფლიოში?

საუკეთესო ადგილი ონლაინ ჭადრაკის სათამაშოდ

საუკეთესო ადგილი ონლაინ ჭადრაკის სათამაშოდ