როგორ დავიწყოთ ჭადრაკის თამაში

როგორ დავიწყოთ ჭადრაკის თამაში

ჭადრაკის თამაშის დაწყება იოლია. თვითონ თამაში კი შეიძლება ძნელი იყოს

აი როგორ შეიძლება დაიწყოთ თამაში.

ნაბიჯი 1: გადაწყვიტეთ, სად ითამაშოთ. 
გსურთ ეთამაშოთ ნამდვილ დაფაზე მეგობარს? ან ერთ რომელიმე ადამიანს მილიონი ადამიანიდან ინტერნეტში? ამოირჩიეთ - აქ თქვენ ნამდვილად არ შეცდებით!

რომ ითამაშოთ ნამდვილ დაფაზე, თქვენ დაგჭირდებათ დაფა და ფიგურები. რომ ითამაშოთ ონლაინში, უბრალოდ დარეგისტრირდით Chess.com -ზე (ეს უფასოა).

ნაბიჯი 2: განალაგეთ ფიგურები. 

სანამ დაიწყებდეთ თამაშს, აუცილებელია სწორად დაალაგოთ ფიგურები დაფაზე. თუ თქვენ ახალბედა ხართ, აუცილებლად წაიკითხეთ, როგორ განალაგოთ სწორად ფიგურები. როცა თქვენ თამაშობთ ინტერნეტში, თქვენ უკვე გეძლევათ დაფა სწორი განლაგებით.

ნაბიჯი 3: გამოიწვიეთ მეტოქე. 
თუ თქვენ სახლში თამაშობთ, შეგიძლიათ მეტოქე გამოიწვიოთ პირისპირ. თუ გსურთ ითამაშოთ ონლაინში, შეგიძლიათ შეარჩიოთ თამაში შემთხვევით მეტოქესთან ან გამოიწვიოთ მეგობარი. დაე გაიმარჯვოს ძლიერმა!

ნაბიჯი 4: გააკეთეთ პირველი სვლა. 

როცა იწყება თამაში, აუცილებელია გააკეთოთ პირველი სვლა. თუ თქვენ არ იცით ეს როგორ გააკეთოთ, წაიკითხეთ ჩვენი სტატია ჭადრაკის წესების შესახებ. თუ თქვენ უკვე შეგიძლიათ თამაში, მაგრამ ყოყმანობთ, თუ რომელი უკეთესი სადებიუტო სვლა გააკეთოთ, წაიკითხეთ საუკეთესო დებიუტების შესახებ დამწყებთათვის ამ სტატიაში.

ნაბიჯი 5: იყავით ზრდილობიანი მეტოქე. 
ყოველთვის გახსოვდეთ ოქროს წესი ნებისმიერ მეტოქესთან. არ მოექცე მეტოქეს ისე, როგორადაც არ ისურვებდით თქვენ რომ მოგექცეთ იგი. არ გაწელოთ დრო, ნუ მიატოვებთ თამაშს, ნუ ილანძღებით, ნუ წარმოთქვამთ დამამცირებელ სიტყვებს. იყავით ჭკვიანი მეტოქე და შექმნით უკეთეს თამაშს (და სამყაროს).

გინდათ მონახოთ გამორჩეული ადგილი ახალი საჭადრაკო პარტიისათვის? სცადეთ Chess.com.

მეტი CHESScom-სგან
რამდენი მოჭადრაკეა მსოფლიოში?

რამდენი მოჭადრაკეა მსოფლიოში?

საუკეთესო ადგილი ონლაინ ჭადრაკის სათამაშოდ

საუკეთესო ადგილი ონლაინ ჭადრაკის სათამაშოდ