როგორ გავხდეთ კარგი მოთამაშე ჭადრაკშ

როგორ გავხდეთ კარგი მოთამაშე ჭადრაკშ

მილიონობით ხალხი მთელ მსოფლიოში რეგულარულად თამაშობენ ჭადრაკს - მაგრამ როგორ გავხდეთ კარგი მოჭადრაკე?

1. ჩამოყალიბდით, რას ნიშნავს თქვენთვის "კარგი მოჭადრაკე". 
ზოგიერთისთვის "კარგი მოჭადრაკე" ნიშნავს "შემძლეს დაამარცხოს საშუალო დონის მოთამაშე". თუ თქვენ ასეთი განსაზღვრება მოგწონთ, საკმარისად კარგი იქნება თქვენთვის რეიტინგი 1200 - 1400 ქულამდე. ამ დონეზე თქვენ შეგიძლიათ მოუგოთ ადამიანებს, რომლემბაც უბრალოდ იციან ჭადრაკის წესები. ვიღაცისთვის კი იყოს "კარგი მოჭადრაკე" ნიშნავს დაამარცხოს მოთამაშეები, რომლებიც უკვე თამაშობენ რამდენიმე წლის მანძილზე. ამ შემთხვევაში თქვენ უნდა მიაღწიოთ რეიტინგს 1600 და ზევით.

არიან ისეთებიც, რომლებისთვისაც ეს ნიშნავს "არასოდეს წააგონ" ან "დაამარცხონ თითქმის ყველა მეტოქე". სინამდვილეში... ეს უბრალოდ შეუძლებელია! რამეთუ, თუ თქვენ მაგნუს კარლსენი არ ხართ, თქვენ ბევრჯერ მოიგებთ და ასევე ბევრს წააგებთ. დაისახეთ თქვენს წინაშე გონივრული მიზანი და ისწრაფეთ მისკენ!

2. ამოხსენით რაც შეიძლება ბევრი ტაქტიკური თავსატეხები

ეს არის ერთერთი საუკეთესო საშუალება აიმაღლოთ თამაშის დონე და გაიუმჯობესოთ საჭადრაკო დაფის ხედვა. თუ თქვენ ხედავთ, რა ხდება პარტიაში და ამჩნევთ შეცდომებს მეტოქის თამაშში, მაშინ თქვენ გამარჯვების გაცილებით მეტი შანსი გაქვთ. შეგიძლიათ დახვეწოთ თქვენი ტაქტიკური ჩვევები ჩვენი ტაქტიკის ტრენაჟორის დახმარებით.

3. ყოველთვის გაანალიზეთ საკუთარი პარტიები კომპიუტერული ანალიზის დახმარებით. 

ძნელია გახდეთ კარგი მოჭადრაკე, თუ უბრალოდ ითამაშებთ თქვენი ნათამაშები პარტიების გარჩევის გარეშე. ჭადრაკის შესწავლის პროცესში საჭიროა გამოიყენოთ საკუთარი პარტიები, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც გეხმარებათ დაინახოთ როგორც საკუთარი შეცდომები, ასევე კარგი სვლებიც. Chess.com გთავაზობთ ავტომატურ კომპიუტერულ ანალიზს, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ როგორ ითამაშეთ.

უბრალოდ დააჭირეთ "კომპიუტერულ ანალიზზე" ნებისმიერი თამაშის შემდეგ.

4. შეადგინეთ სასწავლო გეგმა. 

თქვენ იმაღლებთ გამარჯვების შანსებს თუ შეადგენთ გეგმას და მიჰყვებით მას. შეგიძლიათ შეადგინოთ საკუთარი გეგმა და გრაფიკი ან ისარგებლოთ Chess.com -ის უფასო სასწავლო გეგმებით.


5. არიჭურვეთ მოთმინებით.
 

კარგ მოთამაშედ ჭადრაკში არ ხდებიან ერთ საათში. ჭადრაკი - სერიოზული, ღრმა თამაშია, რომელიც ითხოვს მრავალწლიან სწავლას და პრაქტიკას. ეცადეთ არ შეწუხდეთ შეცდომებისა და წაგებების შემდეგ - ისინი წარმოადგენენ განუყრელ ნაწილს თქვენი გზისა წარმატებისაკენ!

უმეტესობა ხალხისთვის საჭადრაკო ოსტატობის ამაღლება - ეს უწყვეტი პროცესია. "კარგი მოჭადრაკის" გაგება იზრდება მოჭადრაკის ზრდასთან ერთად. ამიტომ უბრალოდ დატკბით თამაშით, რომელ დონეზეც არ უნდა თამაშობდეთ.

თუ თქვენ ეძებთ ქსელში საჭადრაკო სახლს,სადაც თქვენ დაგეხმარებიან გახდეთ "კარგი მოჭადრაკე", მაშინ შემოუერთდით Chess.com -ს დღეს.

მეტი CHESScom-სგან
რამდენი მოჭადრაკეა მსოფლიოში?

რამდენი მოჭადრაკეა მსოფლიოში?

საუკეთესო ადგილი ონლაინ ჭადრაკის სათამაშოდ

საუკეთესო ადგილი ონლაინ ჭადრაკის სათამაშოდ