საუკეთესო ადგილი ონლაინ ჭადრაკის სათამაშოდ

საუკეთესო ადგილი ონლაინ ჭადრაკის სათამაშოდ

ეძებთ ადგილს, სადაც ლაღად და მხიარულად ითამაშოთ ჭადრაკი? ხომ არ გიკითხავთ საკუთარი თავისთვის: „რომელი საჭადრაკო საიტია საუკეთესო ონლაინ თამაშისათვის?“

საუკეთესო ადგილს ონლაინ ჭადრაკის სათამაშოდ წარმოადგენს - Chess.com. ჩვენს ონლაინ სერვერზე არის ყველაფერი, რაც შეიძლება ისურვოთ:

1) ყველაზე მეტი მოთამაშე

Chess.com -ზე დღეღამის ნებისმიერ დროს თქვენ იპოვით უამრავ მოჭადრაკეს. სულერთია, დამწყები ხართ, გამოცდილი საკლუბო მოთამაშე თუ დიდოსტატი, თქვენ სწრაფად და იოლად მონახავთ თქვენთვის მისაღებ მეტოქეს.

null

2) საუკეთესო ონლაინ-ინტერფეისი

Chess.com-ის საიტს აქვს ლამაზი, ლაკონური და თანამედროვე ინტერფეისი ჭადრაკის სათამაშოდ. აქ არის ყველაფერი საჭირო და იმავ დროს არაფერი ზედმეტი. ითამაშეთ მეგობართან ან შექმენით ღია გამოწვევები. ესაუბრეთ მეგობრებს და მეტოქეებს. თვალი ადევნეთ საუკეთესო მოთამაშეთა მოქმედებებს. გაარჩიეთ საკუთარი პარტიები ანალიზის დაფაზე. საიტის შესაძლებლობები ჭეშმარიტად უსაზღვროა!

გსურთ დაალაგოთ საიტის თქვენ გემოვნებაზე? Chess.com გთავაზობთ უამრავ თემას და ინტერფეისის წყობას ჭადრაკის სათამაშოდ.

null

3) დროის კონტროლის და თამაშის ტიპის მრავალი ვარიანტი

Chess.com იძლევა საშუალებას შეარჩიოთ თამაში თქვენთვის უფრო მოსახერხებელი დროის კონტროლის ფართო დიაპაზონით 10 წამიდან რამდენიმე დღემდე პარტიაზე! Chess.com -ზე სათამაშოდ თქვენ ყოველთვის გამოძებნით დროს.

Chess.com ასევე მხარს უჭერს ჭადრაკის ისეთ პოპულარულ სახესხვაობებს, როგორებიცაა ფიშერის ჭადრაკი (960), „შვედური ჭადრაკი“ და „მთის მეფე“.

null

4) ტურნირები

გსურთ ასწიოთ ზღვარი? მოსინჯეთ თამაში ტურნირში! ჩვენი უფასო ტურნირები საშუალებას გაძლევთ შეამოწმოთ თქვენი უნარები მოთამაშეთა მთელ ჯგუფზე. მათთან ლიდერთა სიის მწვერვალისთვის ბრძოლაში. თქვენ ყოველთვის გაქვთ საშუალება ითამაშოთ ტურნირში დროის სავადასხვა კონტროლით. ტურნირები საიტზე იწყება ყოველ რამდენიმე წუთში.

null

5) რეჟიმი „დაფა ცენტრში“

გსურთ, რომ თამაშის დროს თქვენ არაფერი გიშლიდეთ ხელს? გამოიყენეთ ჩვენი პოპულარული რეჟიმი „დაფა ცენტრში“, რომ კონცენტრაცია მოახდინოთ განსაკუთრებულად მთავარზე: საკუთარ თავზე, მეტოქეზე, დაფაზე და საათზე. რეჟიმში „დაფა ცენტრში“ შესასვლელად უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს „Z“.

null

6) „პატიოსანი თამაშის“ საუკეთესო სისტემა

არარის რა იმაზე უარესი, ვიდრე ეს უსიამოვნო შეგრძნება, რომ თქვენი მეტოქე არაცოცხალი ადამიანია. Chess.com -ზე მუშაობს პროფესიონალთა გუნდი, რომლებიც ამოწმებენ იმას, რომ მოთამაშენი არ იყენებდნენ გარეშე დახმარებას.

ჩვენი პატიოსანი თამაშის სისტემა ასევე სჯის მოთამაშეებს, რომლებიც განგებ ტოვებენ თამაშს, აჭიანურებენ თამაშს ან იქცევიან არაწესიერად. ჩვენ ვცდილობთ შევუქმნათ მომხმარებლებს პირობები ისიამოვნონ მხიარული და პატიოსანი თამაშით.

თუ მზად ხართ ითამაშოთ ჭადრაკი ონლაინ, დარეგისტრირდით Chess.com -ზე!

მეტი CHESScom-სგან
რამდენი მოჭადრაკეა მსოფლიოში?

რამდენი მოჭადრაკეა მსოფლიოში?

რომელია საუკეთესო საჭადრაკო საიტი?

რომელია საუკეთესო საჭადრაკო საიტი?