სტატიები
საუკეთესო საჭადრაკო დებიუტები დამწყ

საუკეთესო საჭადრაკო დებიუტები დამწყ

CHESScom
| 578 | დამწყებთათვის

პირველი რამდენიმე სვლა შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი იმ სვლებს შორის, რომლებსაც თქვენ გააკეთებთ პარტიაში. ამ სვლებით თქვენ ახდენთ თქვენი გეგმების ფორმირებას და იწყებთ ბრძოლას თქვენი ადგილისათვის დაფაზე. ახალბედებისთვის არაა აუცილებელი დაიხსომონ დებიუტების ზუსტი სვლები. სჯობს მობილიზება დებიუტის სწორ პრინციპებზე, ისეთებზე როგორებიცაა ცენტრის კონტროლი და ფიგურების განვითარება. და მაინც, სასარგებლოა ზოგიერთი დებიუტების ცოდნა, რამეთუ მათი ხშირი თამაშის ალბათობის გამო ნამდვილად შეიძლება დაგეხმაროთ უკეთესი სათამაშო გეგმების განვითარებაში. მაგრამ ნურც ზედმეტად მიენდობით მათ დამახსოვრებას, რამეთუ თქვენ უბრალოდ გაიხლართებით.

აი ზოგიერთი საუკეთესო დებიუტთაგან ახალბედებისათვის:

№1 იტალიური პარტია
იტალიური პარტია იწყება ასე 1. e4 e5 2. მf3 3. კc4. მიზანია სწრაფად დავამყაროთ ცენტრზე კონტროლი პაიკით და მხედრით, შემდეგ კი დავსვათ კუ იმ უჯრაზე, სადაც ის უფრო საშიში იქნება. ამასთან ერთად თქვენ ემზადებით როქისათვის.

№2 სიცილიური დაცვა
სიცილიური დაცვა ყველაზე პოპულარული არჩევანია შავებით მოთამაშე აგრესიული მოთამაშეებისათვის. თეთრები ხშირად თამაშობენ 2. მf3 3. d4 - ასე ისინი იპყრობენ სივრცეს ცენტრში, მაგრამ ეს საშუალებას აძლევს შავებს მიიღონ უპირატესობა თეთრების ცენტრალური პაიკისა საკუთარ კუს პაიკში გაცვლის მეშვეობით.

№3 ფრანგული დაცვა
ფრანგული დაცვა წარმოადგენს ერთერთ უპირველესს სტრატეგიულ დებიუტებს შორის, რომლებიც უნდა შეისწავლოს ყოველმა მოჭადრაკემ. e5 -ის შემდეგ (მაშინვე ან მოგვიანებით), ორივე მხარეს გაუჩნდება პაიკების ჯაჭვი. ერთერთი რისკი, სხვა რისკებს შორის, ფრანგულ დაცვაში გამოიხატება იმაში, რომ შავებს მეტწილად უჭირთ განავითარონ კუ c8 უჯრაზე.

№4 ესპანური პარტია
ესპანური პარტია - ერთერთი უძველესი და ყველაზე კლასიკურია ყველა დებიუტს შორის. ის ასე იწოდება ესპანელი ეპისკოპოსის პატივსაცემად, რომელმაც დაწერა ერთერთი პირველი წიგნი ჭადრაკის შესახებ. ესპანურ პარტიაში კუ თავს ესხმის მხედარს, რომელიც იცავს პაიკს e5 -ზე. თეთრებს იმედი აქვთ გამოიყენონ ეს შეტევა, რათა გააძლიერონ დაწოლა შავების ცენტრზე.

№5 სლავური დაცვა
სლავური დაცვა - ძლიერ საიმედო დებიუტია, რომელშიდაც პაიკი d5 საიმედოდაა დაცული. შავების ყველა ფიგურას შეუძლია განვითარდეს თავის ჩვეულ უჯრებზე, თუმცა შავები, როგორც წესი, ხდებიან რამდენამდე შევიწროებული სივრცეში.

ხოლო ყველაზე უკეთესი დებიუტი არის აკონტროლოთ-ცენტრი-აქტიური ფიგურებით და-ითამაშოთ-ფრთხილად! და თქვენ უკვე იცით, თუ როგორ გაითამაშოთ ის.

მეტი CHESScom-სგან
როგორ ვითამაშოთ ჭადრაკი | წესები + 7 პირველი ნაბიჯი

როგორ ვითამაშოთ ჭადრაკი | წესები + 7 პირველი ნაბიჯი

რამდენი მოჭადრაკეა მსოფლიოში?

რამდენი მოჭადრაკეა მსოფლიოში?