შამათი 4 სვლაში

შამათი 4 სვლაში

Avatar of CHESScom
| 134 | For Beginners
We have this article in your language. Click here to switch to English.

რომელი საჭადრაკო პარტიაა ყველაზე უფრო გავრცელებული?

შამათი 4 სვლაში (ცნობილია ასევე როგორც “საბავშვო შამათი“) დღეისათვის ითვლება ყველაზე გავრცელებულ საჭადრაკო პარტიად. თითქმის ყველა მოთამაშეს თუნდაც ერთხელ ცხოვრებაში ჩაუსვამს ასეთი შამათი ან თვითონ ჩავარდნილა ამ დღეში.

მაგრამ სულაც არ უნდა გეშინოდეთ! თუ თქვენ იცით როგორ დაიცვათ თავი, თეთრები, როგორც იტყვიან, „დარჩებიან ხახამშრალი“.

შამათი 4 სვლაში შეიძლება ჩაუსვათ რამდენიმე საშუალებით, მაგრამ ძირითადი სქემა ასეთია: თეთრები იწყებენ 1.e2-e4, ავითარებენ კუს c4-ზე, f7 პაიკზე მუქარით და ავითარებენ ლაზიერს h5-ზე (ან f3-ზე). თუკი შავები თავს არ დაიცავენ, თეთრები უცხადებენ შამათს 4. ლxf7#Four-Move Checkmate

როგორ უნდა დაიცვან შავებმა თავი შამათისაგან 4 სვლაში? არის სამი გზა: ... ლe7, ... ლ f6, ...და ... g6 - ეს ის სწორი სვლებია, რომლებიც თეთრებს არ აძლევენ შამათის ჩასმის საშუალებას.

Defending the four-move checkmate.

როცა შავებმა თავი დაიცვეს შამათისაგან, მათ შეუძლიათ დაიწყონ შეტევა თეთრ ლაზიერზე. თეთრ ლაზიერზე შეტევით, შავებმა უნდა განავითარონ ახალი ფიგურები.

ახლა, როცა თქვენ იცით, თუ როგორ არ გაებათ ამ მახეში, შეგიძლიათ გაბედულად შექმნათ აკაუნტი Chess.com -ზე და დაიწყოთ თამაში?

More from CHESScom
Big Tournaments In A Big Month At Chess.com

Big Tournaments In A Big Month At Chess.com

From Chess.com Open To Opening Repertoires, Everything's Open

From Chess.com Open To Opening Repertoires, Everything's Open