თქვენი პირველი ჭადრაკი

თქვენი პირველი ჭადრაკი

თქვენ უკვე შეისწავლეთ ჭადრაკის თამაში, ითამაშეთ რამდენიმე პარტია ონლაინ და ახლა გინდათ იყიდოთ ჭადრაკი, რომ სახლში ითამაშოთ „დაფასთან“.

და მაინც როგორი ჭადრაკი ვიყიდოთ?

null

არსებობს ჭადრაკის კომპლექტის ოთხი სახეობა. ყოველ სახეობას თავისი მიზანი აქვს.

1. საკლუბო / სატურნირო ჭადრაკის კომპლექტი

ეს არის ყველაზე უბრალო, იაფი და პრაქტიკული კომპლექტი. ფიგურები დამზადებულია პლასტიკისაგან, დაფა ვინილისაგან. ასეთი ჭადრაკი აქვთ უმეტესობა სერიოზულ მოჭადრაკეებს, იმიტომ რომ ისინი მსუბუქი და მარტივია ხმარებაში.

null

ფოტო: Wikimedia.

2. ხის ჭადრაკის კომპლექტები

ეს ჭადრაკი დამზადებულია ხისაგან. ის ერთდროულად ლამაზი და პრაქტიკულია, მაგრამ არა იაფი ღირს. ხის ჭადრაკი შეიძლება ღირდეს 100$-დან 1000$-მდე და მეტიც, ხის ხარისხის და ჩუქურთმის სირთულის მიხედვით.

null

ფოტო: Wikimedia.

3. ელექტრონული ჭადრაკის კომპლექტები

ელექტრონულმა კომპლექტებმა ბოლო დროს დაკარგეს პოპულარობა იმიტომ, რომ ახლა ძალიან ადვილი შეიქნა ჭადრაკის ონლაინით თამაში. და მაინც, თუ თქვენ ეძებთ კომპიუტერულ მეტოქეს, ელექტრონული ჭადრაკი თქვენ დაგაინტერესებთ.

null

ფოტო: Wikimedia.

4. დეკორატიული ჭადრაკის კომპლექტები

არსებობს უამრავი ჭადრაკის კომლექტი, რომლებიც საინტერესოდ გამოიყურებიან, მდიდრულად მორთულებიდან აბსტრაქტულებამდე. შეიძლება ნახოთ ჭადრაკი პრაქტიკულად ნებისმიერი მასალისაგან სხვადასხვა სიუჟეტის გამოსახულებით. მაგრამ ძირითადად მათ გამოფენენ დასათვალიერებლად და ისინი მოუხერხებელია რეალური თამაშისათვის.

null

თუ თქვენ გსურთ იყიდოთ ჭადრაკი, შეიხედეთ ჭადრაკის ამოყიდვაზე.

მეტი CHESScom-სგან
ჭადრაკი

ჭადრაკი

რამდენი მოჭადრაკეა მსოფლიოში?

რამდენი მოჭადრაკეა მსოფლიოში?