ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშ

ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშ

თქვენ ალბათ გაგიგონიათ, ვიღაცას რომ უთქვამს: "მე შემიძლია დავამარცხო ჭადრაკში ყველა ჩემი მეგობარი" ან "მე სკოლაში საუკეთესო მოჭადრაკე ვარ!". ამ მომენტში თქვენ რა თქმა უნდა ამოიხვნეშეთ, და შეიძლება ჩაფიქრდით, მაინც ვინაა საუკეთესო მოჭადრაკე მსოფლიოში?

ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეა - მაგნუს კარლსენი. მაგნუსი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია ჭადრაკში 2013 წლიდან.

მაგნუსი დაიბადა ნორვეგიაში 1990 წელს და ჭადრაკის თამაში ხუთი წლისამ ისწავლა. სულ მალე იგი აღიარეს არაჩვეულებრივად ნიჭიერ ბავშვად და 13 წლის ასაკში ის გახდა ყველა დროის ერთერთი ყველაზე ახალგაზრდა გროსმაისტერი. მაგნუსმა მოიგო მრავალი მსოფლიო ჩემპიონატი, საერთაშორისო ტურნირი და ონლაინ შეჯიბრი. ის ითვლება მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკედ ყველა ფორმატის ჭადრაკში: ხანგრძლივი სატურნირო პარტიებიდან დაწყებული ონლაინ-ბლიცებამდე.

Magnus

მაგნუსი საუკეთესოა მსოფლიოში იმიტომაც, რომ მას როგორც ჩანს სართოდ არ გააჩნია სისუსტეები. სიყმაწვილეში ის იყო ძალიან აგრესიული მოჭადრაკე, მაგრამ მას შემდეგ მისი უნარების განვითარების კვალდაკვალ ის გახდა ძლიერი ჭადრაკის ყველა ასპექტში. ის უტევს, ამავე დროს ზედმეტად არ რისკავს. ის უძლიერესია დებიუტში, მიტელშპილში და ენდშპილში. ის თამაშობს სტრატეგიულ და პოზიციურ ჭადრაკს, ამავე დროს ხელიდან არ უშვებს მის წინაშე წარმოქმნილ ტაქტიკურ შესაძლებლობებს. როცა ის ღებულობს მცირედ უპირატესობასაც კი პარტიაში, მან ზუსტად იცის, თუ როგორ გარდასახოს იგი გამარჯვებაში.

უმრავლესობა ხალხისა დაგვეთანხმებიან, რომ მაგნუს კარლსენი არა მარტო საუკეთესო მოთამაშეა დღეისათვის, არამედ ის ასევე ითვლება უძლიერეს მოჭადრაკედ ჭადრაკის ისტორიაში.

დააკვირდით მაგნუს კარლსენის ამ დაუჯერებლად სწრაფ თამაშს. და მაშინ თქვენთვის ნათელი გახდება, თუ რატომ გახდა ის მსოფლიო ჩემპიონი.

და თუ გვსურს ვუპასუხოთ კითხვას: "ვინ ითვლება უდიდეს მსოფლიო ჩემპიონად?" სტატისტიკის მიხედვით, არ გამოტოვოთ Chess.com -ის ამომწურავი ანალიზი.

მეტი CHESScom-სგან
ჭადრაკი

ჭადრაკი

რამდენი მოჭადრაკეა მსოფლიოში?

რამდენი მოჭადრაკეა მსოფლიოში?