GEO Student

99 Medlemmar
25 apr. 2020
1 spelat evenemang

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია ,  საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით ატარებს  ონლაინ  ჩემპიონატს ელვისებურ ჭადრაკში, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შორის.

ჩემპიონატი ჩატარდება  5 მაისს 17:00 საათზე. ტურნირი გაიმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი: თითოეულ მოთამაშეს 3 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.       

შეჯიბრში მონაწილე სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ   www.chess.com და გაწევრიანდნენ „ონლაინ კლუბში“  - Student

      კლუბში გაწევრიანება უნდა დავასრულოთ ჩემპიონატის დაწყებამდე 2 დღით ადრე, ხოლო ტურნირში რეგისტრაცია ხორციელდება ჩემპიონატის დაწყებამდე 1 საათით ადრე.

     Chess.com - ზე რეგისტრაციისას სტუდენტებმა უნდა გამოიყენონ რეალური ვინაობა, რომელიც გაგვიადვილებს იდენფიცირებას, რაც მნიშვნელოვანია გამარჯვებულის გამოსავლენად.  მეტსახელი (ნიკნეიმი) შეიძლება იყოს ნებისმიერი, მაგრამ პროფილში აუცილებლად უნდა შეიტანოთ სახელი და გვარი.

    გთხოვთ 4 მაისამდე მოგვაწოდოთ მონაწილეთა საერთო განაცხადი: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, chess.com - ის მეტსახელი (ნიკნეიმი)

    საპრიზო ადგილებზე გასული სტუდენტები (ვაჟები,გოგონები) დაჯილდოვდებიან ფასიანი ვაუჩერებით.

   მონაწილეობის მსურველებს, მინიმუმ 5 პარტია მაინც უნდა ქონდეთ გათამაშებული   ჩემპიონატის დაწყებამდე იგივე კონტროლით.

    საკონტაქტო ტელეფონი:   555 10 10 87 გიორგი ანდრიაძე

    ელ. ფოსტა:   usf.georgia@gmail.com