მაია ჩიბურდანიძის 'ჭადრაკის დედოფლის აკადემიის' ღია ჩემპიონატი!

მაია ჩიბურდანიძის 'ჭადრაკის დედოფლის აკადემიის' ღია ჩემპიონატი!

Avatar of NataliaEdzgveradze
| 0
‘ჭადრაკის დედოფლის აკადემიის’
ონლაინ ღია ჩემპიონატი
🎯 I ტურნირი – 2000-ზე ნაკლები რეიტინგის მოთამაშეებისთვის (chess.com-ის რეიტინგი) 🎯
ორგანიზატორი: ჭადრაკის დედოფლის აკადემია
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. მიზანი და ამოცანები: ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია ქართულ ონლაინ სივრცეში.
2. ჩატარების ვადები და ადგილი: 4 ოქტომბერი, 14:30, საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმა: www.chess.com.
3. ტურნირი:
- I ტურნირი – 2000-ზე ნაკლები რეიტინგის მოთამაშეებისთვის (chess.com-ის რეიტინგი)
4. მონაწილეობის პირობები:
- ონლაინ-ტურნირში დაიშვება ნებისმიერი მოჭადრაკე, ვისი რეიტინგიც (chess.com-ის) 2000-ზე ნაკლებია და ვინც გაწევრიანებული იქნება chess.com-ზე არსებულ ჯგუფში ‘Maya Chiburdanidze Club’. https://www.chess.com/club/maya-chiburdanidze-club/join
- ტურნირის მსვლელობისას მონაწილეები უნდა ჩაერთონ ‘ZOOM’ -ის საკონფერენციო ოთახში, სადაც ზუსტი იდენტიფიცირებისთვის სრულად უნდა ჩანდეს მოთამაშის როგორც chess.com-ის მომხმარებლის სახელი, ასევე რეალური სახელი და გვარი
- ‘ZOOM’-ის ბმული დაიდება chess.com-ის მაია ჩიბურდანიძის ონლაინ კლუბის გვერდზე ტურნირის დაწყაბამდე 1 საათით ადრე
- მონაწილე, რომელიც არ ჩაერთვება ‘ZOOM’ -ში ვიდეოკამერით, ან შეუძლებელი იქნება მისი იდენტიფიცირება, ან იდენტიფიცირებისას წარმოჩინდება რაიმე სახით ეთიკური კოდექსის დარღვევა, საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ვერ მიიღებს პრიზს და მისი დაშვება კლუბის შემდგომ ტურნირებში იქნება კლუბის ადმინისტრაციის განხილვის საგანი.
- საპრიზო ადგილების გაყოფის შემთხვევაში, ადგილები განაწილდება შემდეგი მონაცემებით:
1. ბუჰგოლცი (chess.com-ის თაი-ბრეიქის სისტემა)
2. პირადი შეხვედრა
3. მოგებების მეტი რაოდენობა
4. პროგრესი
5. სისტემა და დროის კონტროლი:
- თითოეული ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად.
- მონაწილეებს ეძლევათ 10 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.
- აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
6. პრიზები:
I – III ადგილზე გასული მოჭადრაკეები ტურნირში დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გამოკლებით.
საპრიზო ფონდი: 340 ლარი
I ადგილი – 150 ლარი;
II ადგილი – 110 ლარი;
III ადგილი – 80 ლარი.
- რეგისტრაცია დაიწყება 4 ოქტომბერს, ტურნირის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, 13.30-ზე
- წინასწარი ინფორმაცია გამოქვეყნებული იქნება ჩვენს ფბ-გვერდზე Chess Queen Academy ჭადრაკის დედოფლის აკადემია: https://rb.gy/0qh4wf

More News

მაია ჩიბურდანიძის თასი - 2020! გრან პრის მე-2 ეტაპი!

მაია ჩიბურდანიძის თასი - 2020! გრან პრის მე-2 ეტაპი!

მაია ჩიბურდანიძის 'ჭადრაკის დედოფლის აკადემიის' ღია ჩემპიონატი!

მაია ჩიბურდანიძის 'ჭადრაკის დედოფლის აკადემიის' ღია ჩემპიონატი!