მაია ჩიბურდანიძის 'ჭადრაკის დედოფლის აკადემიის' ღია ჩემპიონატი!

მაია ჩიბურდანიძის 'ჭადრაკის დედოფლის აკადემიის' ღია ჩემპიონატი!

Avatar of NataliaEdzgveradze
| 0
‘ჭადრაკის დედოფლის აკადემიის’
ონლაინ ღია ჩემპიონატი
🎯 II ტურნირი – 2000-ზე მეტი რეიტინგის მოთამაშეებისთვის (chess.com-ის რეიტინგი) 🎯
ორგანიზატორი: ჭადრაკის დედოფლის აკადემია
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. მიზანი და ამოცანები: ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია ქართულ ონლაინ სივრცეში.
2. ჩატარების ვადები და ადგილი: 11 ოქტომბერი, 14:30, საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმა: www.chess.com.
3. ტურნირი:
- II ტურნირი – 2000-ზე მეტი რეიტინგის მოთამაშეებისთვის (chess.com-ის რეიტინგი)
4. მონაწილეობის პირობები:
- ონლაინ-ტურნირში დაიშვება ნებისმიერი მოჭადრაკე, ვისი რეიტინგიც (chess.com-ის) 2000-ზე მეტია და ვინც გაწევრიანებული იქნება chess.com-ზე არსებულ ჯგუფში ‘Maya Chiburdanidze Club’. https://www.chess.com/club/maya-chiburdanidze-club/join
- ტურნირის მსვლელობისას მონაწილეები უნდა ჩაერთონ ‘ZOOM’ -ის საკონფერენციო ოთახში, სადაც ზუსტი იდენტიფიცირებისთვის სრულად უნდა ჩანდეს მოთამაშის როგორც chess.com-ის მომხმარებლის სახელი, ასევე რეალური სახელი და გვარი
- ‘ZOOM’-ის ბმული დაიდება chess.com-ის მაია ჩიბურდანიძის ონლაინ კლუბის გვერდზე ტურნირის დაწყებამდე 1 საათით ადრე
- მონაწილე, რომელიც არ ჩაერთვება ‘ZOOM’ -ში ვიდეოკამერით, ან შეუძლებელი იქნება მისი იდენტიფიცირება, ან იდენტიფიცირებისას წარმოჩინდება რაიმე სახით ეთიკური კოდექსის დარღვევა, საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ვერ მიიღებს პრიზს და მისი დაშვება კლუბის შემდგომ ტურნირებში იქნება კლუბის ადმინისტრაციის განხილვის საგანი.
- საპრიზო ადგილების გაყოფის შემთხვევაში, ადგილები განაწილდება შემდეგი მონაცემებით:
1. ბუჰგოლცი (chess.com-ის თაი-ბრეიქის სისტემა)
2. პირადი შეხვედრა
3. მოგებების მეტი რაოდენობა
4. პროგრესი
5. სისტემა და დროის კონტროლი:
- თითოეული ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად.
- მონაწილეებს ეძლევათ 10 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.
- აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
6. პრიზები:
I – III ადგილზე გასული მოჭადრაკეები ტურნირში დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გამოკლებით.
საპრიზო ფონდი: 340 ლარი
I ადგილი – 150 ლარი;
II ადგილი – 110 ლარი;
III ადგილი – 80 ლარი.
- რეგისტრაცია დაიწყება 11 ოქტომბერს, ტურნირის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, 13.30-ზე
- წინასწარი ინფორმაცია გამოქვეყნებული იქნება ჩვენს ფბ-გვერდზე Chess Queen Academy ჭადრაკის დედოფლის აკადემია: https://rb.gy/0qh4wf

More News

მაია ჩიბურდანიძის 'ჭადრაკის დედოფლის აკადემიის' ღია ჩემპიონატი!

მაია ჩიბურდანიძის 'ჭადრაკის დედოფლის აკადემიის' ღია ჩემპიონატი!

მაია ჩიბურდანიძის 'ჭადრაკის დედოფლის აკადემიის' ღია ჩემპიონატი!

მაია ჩიბურდანიძის 'ჭადრაკის დედოფლის აკადემიის' ღია ჩემპიონატი!