საზოგადოების წესები

შემდეგი ტექსტი გამოქვეყნებულია მხოლოდ გასაცნობად. იურიდიულად მნიშვნელოვანი ვერსია არის მხოლოდ ტექსტი ინგლისურ ენაზე.
მოქმედებს: April 21, 2022

Chess.com წარმოადგენს ჭადრაკის მოყვარულთა უდიდეს ონლაინ გაერთიანებას, რომელიც აერთიანებს მილიონობით აქტიურ მომხმარებელს, პლანეტის ყველა ქვეყნის წარმომადგენლებს. ჩვენ ვისწრაფვით უსაფრთხო, კეთილმოსურნე და ცუდი გავლენისაგან თავისუფალი გარემოს შექმნისათვის, რომელშიც ჭადრაკის მოყვარულებს შეეძლებათ ისიამოვნონ თამაშით.

ჩვენ ვთხოვთ ყველა მომხმარებელს მოექცეთ სხვებს ისე, როგორც გსურთ მოგექცნენ თქვენ, და დაიცვათ დადგენილი წესები. მოჭადრაკეები და მომხმარებლები, რომლებიც ვერ შეძლებენ დაიცვან მოცემული წესები, მიიღებენ გაფრთხილებას და შეიზღუდებიან საიტის შესაძლებლობების მოხმარებაში და სხვა მომხმარებლებთან თამაშში. ამასთანავე მათი აკაუნტები შეიძლება დაიხუროს. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევცვალოთ საზოგადოების წესები ნებისმიერ დროს. საზოგადოების წესდების დაცვა არ იძლევა Chess.com-ზე მომავალ წვდომას ან სერვისის გამოყენებას.

საზოგადოებაში მოქცევის წესები

  • იყავით კეთილი, იყავით მზად დაეხმაროთ და აპატიოთ
  • ჩვენ ვერ მოვითბენთ რასიზმს, სექსიზმს, შოვინიზმს ან მუქარებს ძალადობის ნიშნებით
  • ნუ მიმართავთ შეურაცხყოფებს, მუქარებს, დისკრიმინაციას ან შეუფერებელ ყოფაქცევას სხვა მომხმარებელთა მიმართ
  • ნუ დაკავდებით ტროლინგით, თემიდან გადახვევით, სხვა სახის ან უაზრო მასალების გამოქვეყნებით
  • არ გაავრცელოთ სპამი, სარეკლამო განცხადებები, და არ დააკოპიროთ კომენტარები და შეტყობინებები
  • ნუ დაკავდებით თქვენი კლუბის გადაჭარბებული რეკლამით
  • ნუ განიხილავთ საჯარო განხილვაში რელიგიურ და პოლიტიკურ თემებს
  • არ გამოაქვეყნოთ უწესო ან პორნოგრაფიული მასალები
  • ნუ იმსჯელებთ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებზე
  • არ შექმნათ ორზე მეტი აკაუნტი (მეორე აკაუნტი დასაშვებია სავარჯიშოდ)

სპორტული მოქმედება

  • ნუ გააუქმებთ პარტიებს ხშირად
  • ნუ აიძულებთ მეტოქეებს დაგელოდოთ უმიზეზოთ
  • ნუ შეწყვიტავთ კავშირს და ნუ მიატოვებთ პარტიას დანებების გარეშე, როდესაც აგებთ
  • ნუ შეურაცხყოფთ და ნუ გაამტყუვნებთ მეტოქეებს
  • დაიცავით პატიოსანი თამაშის წესები

თუ გაგაჩნიათ კითხვები ჩვენი პოლიტიკის და წესების შესახებ, გთხოვთ, მიმართეთ მხარდაჭერის სამსახურს.